დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა, შესაძლოა, „შეცდომა“ ყოფილიყო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა, შესაძლოა, „შეცდომა“ ყოფილიყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა, შესაძლოა, „შეცდომა“ ყოფილიყო.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„შესაძლოა, ეს შეცდომა ყოფილიყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც მთელ ამ სიტუაციასთან არის დაკავშირებული. მაგრამ იმედია, ეს დასრულდება“, – თქვა ტრამპმა.