რაჭაში, სოფელ ხიდეშლებთან ხანძრის ჩასაქრობად 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს [ვიდეო]

რაჭაში, სოფელ ხიდეშლებთან ხანძრის ჩასაქრობად 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი 10 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გავრცელებული.

ვიდეომასალა მოგვაწოდა ირაკლი ხიდეშელმა.