რაჭაში, სოფელ ხიდეშლებთან ხანძარია [ვიდეო]

რაჭაში, სოფელ ხიდეშლებთან ტყეში ხანძარია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარზეა გავრცელებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.