რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აირჩიეს #1TVSPORT
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აირჩიეს #1TVSPORT

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები გაიმართა და პრეზიდენტი აირჩიეს, – ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

დელეგატების სრული მხარდაჭერით რლსრფფ-ს პრეზიდენტად მეორე ვადით ბექა ოშხერელი აირჩიეს. ამას გარდა, ორგანიზაციის აღმასკომის წევრების არჩევნებიც გაიმართა, სადაც საფეხბურთო სკოლებმა და კლუბებმა მხარი დაუჭირეს გიორგი ქოჩლაძეს, სულიკო სირაძეს, ილარიონ სულაძეს და პორფილე კოპალიანს.

„თითოეულ დელეგატს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ყრილობაზე 2017-2021 წლებში გაწეულ საქმიანობაზე ანგარიში წარმოვადგინე და სამომავლო გეგმებზეც ვილაპარაკე. ჩვენი ამოცანა ბავშვთა ფეხბურთისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა. იმედია, ამ მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყველა ერთად ნაყოფიერად გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ბექა ოშხერელმა.

ყრილობას წინ უძღვოდა რლსრფფ-ის პრეზიდენტის, ბექა ოშხერელის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და აღმასკომის წევრებთან ონლაინ-შეხვედრა, სადაც სწორედ რლსრფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრეს. აღმასკომის გადაწყვეტილებით რლსრფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაინიშნა.