რაბატში მსოფლიოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის 87-ე კონგრესი გაიმართა #1TVSPORT
რაბატში მსოფლიოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის 87-ე კონგრესი გაიმართა #1TVSPORT

მაროკოს დედაქალაქ რაბატში მსოფლიოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (AIPS) 87-ე კონგრესი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიგა გვენცაძე და გენერალური მდივანი ზურაბ თალაკვაძე მონაწილეობდნენ. კონგრესს 123 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.

ფორუმის დღეებში ბევრ საინტერესო თემაზე იმსჯელეს, როგორებიცაა: 2026 წელს იტალიაში გასამართი ზამთრის ოლიმპიადის განრიგი, ტრანსპორტირებისა და აკრედიტაციის საკითხები; განიხილეს AIPS-ის გეგმები დაკარის მომავალი წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 2024 წლის საუკეთესო სპორტული ჟურნალისტები.

კონგრესის დასკვნითი დღე მომავალი წლის საარჩევნო კონგრესის მასპინძელი ქალაქის შერჩევას დაეთმო. განიხილებოდა ორი კანდიდატი: ლოზანა (შვეიცარია) და სეჯონგი (სამხრეთ კორეა). საბოლოოდ, ფარული კენჭისყრის შედეგად, ლოზანამ გაიმარჯვა და შემდეგი კონგრესის მასპინძელი ქალაქი გახდა.

ქართული დელეგაციის ვიზიტი საქართველოს სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით შედგა.