რა ვითარებაა დიდ დიღომში, სადაც ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა (ფოტო)
რა ვითარებაა დიდ დიღომში, სადაც ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა (ფოტო)

ძლიერი წვიმის გამო დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ქუჩები დაიტბორა. უხვმა ნალექმა პრობლემები საცხოვრებელ კორპუსებშიც შექმნა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად მივიდნენ მისამართზე და მოხდა წყლის ამოტუმბვა, დაშავებული კი არავინაა.

მათივე ცნობით, ნალექის კლებასთან ერთად, „112“-ში შეტყობინებების შესვლის ინტენსივობა შემცირებულია.