თბილისში უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-მდე შეტყობინება შევიდა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება
თბილისში უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-მდე შეტყობინება შევიდა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება

თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-მდე შეტყობინება შევიდა.

ამის შესახებ ნათქვამია  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, მუშაობს 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, ამ დროისთვის სულ შემოსულია 100-მდე შეტყობინება. მეხანძრე-მაშველები ყველა ლოკაციაზე ახდენენ რეაგირებას.

შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოების და ქუჩების დატბორვას უკავშირდება.

ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, მუშაობს 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

ამ დროისთვის შეინიშნება ნალექის კლების ტენდენცია, შეტყობინებების შემოსვლის ინტენსივობა შემცირებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.