რა შეზღუდვებია ეროვნულ ლიგაში - მატჩის შემდგომი ინტერვიუებიც დროებით აკრძალულია
რა შეზღუდვებია ეროვნულ ლიგაში - მატჩის შემდგომი ინტერვიუებიც დროებით აკრძალულია

პანდემიის შემდეგ, საფეხბურთო სეზონი უკვე განახლდა. ეროვნულ ლიგაში მე-3 ტურის მატჩები მიმდინარეობს, რომელიც კვირას, 28 ივნისს ქუთაისში „ტორპდოსა“ და საჩხერეს „ჩიხურას“ შორის დაგეგმილი მატჩით დასრულდება.

მატჩები ფეხბურთის ფედერაციისა და ჯადაცვის სამინსიტროს შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის თანახმად ტარდება და საკამოდ მკაცრი წესებია.

საქმე ისაა, რომ სტადიონზე არა მხოლოდ არ დაიშვება გულშემატკივარი, არამედ შეზღუდულია ოფიციალურ პირთა დასწრებაც, ხოლო სტადიონზე მედია და კლუბების წარმომადგენელები კვოტირებულად და სპეციალური საშვებით მოხვდებიან.

ამავე დროს, მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც, მედიას არ აქვს შესაძლებლობა, იყოს შემხებლობაში მონაწილე ფეხბურთელებთან, სტაფის წევრებთან, მოედნისა და გასახდელების ტერიტორიასთან. ამიტომ, მატჩის შემდგომი ინტერვიუებიც დროებით აკრძალულია, რადგან გუნდის წევრები კარანტინში არიან და შესაბამისად, მათთან კონტაქტი იკრძალება.

თუმცა, გუნდები და ფეხბურთის ფედერაცისი წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ შეზღუდვები მალე შემსუბქდება და საფეხბურთო ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.