რა რაოდენობის რეპორტაჟი გაიყიდა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე
Sports Business Journal იუწყება, რომ UFC 257-ზე, სადაც მთავარი ბრძოლა კონორ მაკგრეგორსა და დასტინ პორიეს შორის შედგა 1.6 მილიონი ტრანსლაცია გაიყიდა (pay-per-views).
ღონისძიებამდე ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა განაცხადა, რომ UFC 257-მა, შესაძლოა, გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნას. ვაიტი სიმართლესთან ნამდვილად ახლოს იყო. ჟურნალისტი ჯონ ოურანდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია ESPN-ზე UFC 257-ის 1.2 მილიონი PPV გაიყიდა. ასევე დამატებითად ორგანიზაციამ გლობალურად 400 000 PPV გაყიდა. ჯამში კი ციფრმა 1.6 მილიონი PPV შეადგინა.
UFC-ის ფინანსური ექსპერტი ჯო ნეში აცხადებს, რომ UFC 257 ტრანსლაციების გაყიდვებით ისტორიის მანძილზე მეორე იყო. მასზე წინ მხოლოდ ხაბიბისა და კონორის ქარდი და მისი გაყიდვები (2.4 მილიონი PPV) დგას.
ტრანსლაციის ფასი $64.99 დოლარს შეადგენდა.