რა მოხდა ოსკარებზე - გიფებით მოყოლილი ამბავი
რა მოხდა ოსკარებზე - გიფებით მოყოლილი ამბავი

თუ ოსკარების 92-ე ცერემონია ჯერ არ გინახავთ და ამის დრო ახლაც არ გაქვთ, გიფებით მოგიყვებით, რა მოხდა ოსკარებზე. 92-ე ცერემონია მოულოდნელი სცენარით განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებას „ჯოკერს“ უწინასწარმეტყველებდნენ, ყველასგან მოულოდნელად, მთავარი ჯილდო სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმმა „პარაზიტმა“ მიიღო.

ოსკარების ცერემონია ჟანელ მონაეს შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრით გაიხსნა.

ჟანელ მონაეს წარმოდგენის გარდა, შთამბეჭდავი იყო იდინა მენზელის მუსიკალური ნომერი ანიმაციური ფილმიდან „გაყინულები 2“.

ერთ-ერთი სახალისო და ემოციური მომენტი წლევანდელ ოსაკრებზე სამხრეთ კორეელი რეჟისორისა და ოსკარის „შეხვედრა“ იყო – როგორი ღიმილითა და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებს ბონგ ჯუნ ჰო ოსკარის ფიგურას.

სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა მომღერალ ბილი აილიშის რეაქცია კრისტენ უიგისა და მარია რუდოლფის სიმღერაზე.

აზრი ორად გაიყო რეპერ „ემინემის“ მუსიკალურ ნომერთან დაკავშირებით. გულშემატკივრების ერთ ნაწილში სიმღერამ ნოსტალგიური განწყობა და დადებითი ემოციები გამოიწვია, ხოლო მეორე ნაწილი კრიტიკით შეხვდა, რადგან ემინემმა ძალიან ძველი სიმღერა „Lose Yourself“ შეასრულა.

საინტერესო იყო ემოციები, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებში ემინემის სიმღერამ გამოიწვია. იდინა მენზელი აშკარად არ ჰგავს საკუთარ თავში დაკარგულს, როგორც ემინემის სიმღერაშია, თუმცა მარტინ სკორსეზეს არავერბალური სიგნალებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორი საკუთარ თავში დაიკარგა.

ოსკარის 92-ე ცერემონიის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი კატის სამოსში გამოწყობილი ჯეიმს გორდონი და რებელ უილსონი იყვნენ. სწორედ ასეთ სამოსში გამოწყობილებმა გამოაცხადეს საუკეთესო ვიზუალური ეფექტების ნომინაციაში გამარჯვებული.

მედიას შეუმჩნეველი არ დარჩენია ლეონარდო დიკაპრიოსა და კამილა მორონის რეაქცია კატის ფორმებში გამოწყობილ ჯეიმს გორდონსა და რებელ უილსონის დანახვაზე.

ოსკარის ცერემონიაზე ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, მაინც ის ემოციებია, რომელსაც მსახიობები სხვადასხვა ნომიანციაში გამარჯვების შემდეგ გამოხატავენ. სწორედ ეს კადრები ამახსოვრდება მაყურებელს ყველაზე მეტად. ზოგიერთი მათგანი სოციალურ ქსელში ვირუსულიც კი ხდება.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი: ბრედ პიტი ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“/Once Upon a Time in Hollywood;

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: რენე ზელვეგერი ფილმისთვის „ჯუდი“/Judy;

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: ლორა დერნი ფილმისთვის „ქორწინების ისტორია“/Marriage Story;

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი:​ ხოაკინ ფენიქსი ფილმისთის „ჯოკერი“/Joker;

შეიძლება ითქვას, რომ ოსკარის 2020 წლის ცერემონიის ყველაზე ემოციური კადრი საუკეთესო ფილმად „პარაზიტის“ დასახელების დროს ტომ ჰენკსისა და შარლიზ ტერონის რეაქცია იყო.

წლის საუკეთესო ფილმი სამხრეთ კორეული „პარაზიტი“ გახდა. დეტალური ინფორმაცია ოსკარის გამარჯვებულების შესახებ წაიკითხეთ ამ ბმულზე.