წლის საუკეთესო ფილმი სამხრეთ კორეული „პარაზიტი“ გახდა - ვის ერგო წელს „ოსკარები“
წლის საუკეთესო ფილმი სამხრეთ კორეული „პარაზიტი“ გახდა - ვის ერგო წელს „ოსკარები“

ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში „ოსკარის“ დაჯილდოების 92-ე ცერემონია გაიმართა.

წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული სამხრეთ კორეული ფილმი „პარაზიტი“/ Parasite გახდა. ეს პირველი არაინგლისურენოვანი ფილმია, რომელმაც აღნიშულ ნომინაციაში გაიმარჯვა.

რეჟისორ ბონგ ჯუნ-ჰოს ფილმი გვიამბობს ოჯახზე, რომელიც სარდაფში ცხოვრობს და არსებობს პიცის გადასატანი ყუთების შეგროვების ხარჯზე. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა უფროსი ვაჟი ინგლისური ენის მასწავლებლად იწყებს მუშაობას ძალიან მდიდარი ბიზნესმენის ოჯახში, მეგობრის რეკომენდაციით და ყალბი დიპლომით. აქ მოაფიქრდება მას გეგმა, რომელმაც მშობლები და თავისი უმცროსი და საშინელი სიღარიბისგან უნდა იხსნას.

ამავე ფილმს ერგო ასევე „ოსკარები“ ნომინაციებში საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი.

ასევე, „ოსკარები“ გაიცა შემდეგ ნომინაციებში:

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი:​ ხოაკინ ფენიქსი ფილმისთის „ჯოკერი“/Joker;

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: რენე ზელვეგერი ფილმისთვის „ჯუდი“/Judy;

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი: ბრედ პიტი ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“/Once Upon a Time in Hollywood;

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: ლორა დერნი ფილმისთვის „ქორწინების ისტორია“/Marriage Story;

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: „ბაჭია ჯოჯო“/Jojo Rabbit (ტაიკა ვაიტიტი);

საუკეთესო ანიმაციური ფილმი: „სათამაშოების ისტორია 4“/Toy Story 4 (ჯოშ კოლი);

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი: „თმის სიყვარული“/Hair Love;

საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური კომპოზიცია: „ჯოკერი“/Joker (ჰილდურ გუდნადოუტირი);

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა: ვივიენ ბეიკერი, კაზუ ჰირო და ენ მორგანი ფილმისთვის „სექსსიმბოლო“/Bombshell;

ხმის საუკეთესო მონტაჟი: დონალდ სილვესტერი ფილმისთვის „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“/Ford v Ferrari;

საუკეთესო მონტაჟი: „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“/Ford v Ferrari;

ხმის საუკეთესო მიქსი: მარკ ტეილორი და სტიუარტ უილსონი ფილმისთვის „1917“;

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: გრეგ ბატლერი ფილმისთვის „1917“;

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი: „1917“

საუკეთესო სიმღერა: I’m Gonna Love Me Again — „როქეთმენი“/Rocketman;

საუკეთესო მხატვრობა: ბარბარა ლინგი და ნენსი ჰაი ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“/Once Upon a Time in Hollywood;

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: „ამერიკული ქარხანა“/American Factory (სტივენ ბოგნარი, ჯულია რიჩერტი);

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: „სკეიტით სიარულის სწავლა ომის ზონაში“/Learning to Skateboard in a Warzone;

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი: „პატარა ქალები“/Little Women.