რა ხდებოდა ეგზიტპოლების გამოცხადებისას გრიგოლ ვაშაძის შტაბში [ფოტო]
რა ხდებოდა ეგზიტპოლების გამოცხადებისას გრიგოლ ვაშაძის შტაბში [ფოტო]

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები მოისმინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბში.

გრიგოლ ვაშაძის შტაბში მისი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ ეგზიტპოლების გაცნობის შემდეგ განაცხადა, ის და მისი მხარდამჭერები ცესკო-ს მონაცემებს დაელოდებიან.

Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.