რა ხდება ტოკიოში, სადაც ტაიფუნს ელოდებიან [ფოტო/ვიდეო]

იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, წამში 50-დან 70 მეტრამდე ქარის სიჩქარით მოძრავი „ჰაგიბისი“ თავისი მასშტაბით შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.

სტიქია ტოკიოსა და მისი შემოგარენისკენ მიიწევს.

ამ დროისათვის, ტოკიოში ძლიერი ქარია და წვიმს. იაპონიის დედაქალაქში მაღაზიები და საჯარო დაწესებულებები დაკეტილია.

როგორც ცნობილია, მოსალოდნელი ტაიფუნის გამო, იაპონიაში 12 ოქტომბერს რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი აღარ გაიმართება.

ამასთან, იაპონიაში საქართველოს საელჩომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლითაც იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.

ვიდეო და ფოტომასალა საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორმა ტოკიოში გადაიღო.