ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს
Kuwait Airways თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება.
4 ივნისიდან ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Airways ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს.
ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
Kuwait Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2018 წელს დაიწყო.