ქუთაისში, „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა
ქუთაისში, „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციონერები 6 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.

„თავისუფალი საქართველოს“ ოფისთან შეკრებილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ოპოზიციონერები შეძახილებით და ხმაურით გააცილეს. მათი თქმით, ქუთაისში ოპოზიციის ლიდერებს მშვიდად გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. მათი თქმით, დაშლის გადაწყვეტილება სამართალდამცაველების თხოვნის შემდეგ მიიღეს.

რუსთაველის ქუჩაზე დღეს სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის გამოჩენას მოჰყვა. ,,მიშას მონა” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.