ქუთაისში ქართულ „კლასიკოს“ ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი დაესწრო #1TVSPORT
ქუთაისში ქართულ „კლასიკოს“ ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი დაესწრო #1TVSPORT

გერმანელი სპორტული ჟურნალისტი და მწერალი კრისტოფ ბირმანი საქართველოში იმყოფება და ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ მატჩს დაესწრო, — ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოში იმყოფება და ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ მატჩს დაესწრო ცნობილი გერმანელი სპორტული ჟურნალისტი და მწერალი კრისტოფ ბირმანი. ჩვენს სტუმარს ქალაქი და მატჩი, სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო ძალიან მოეწონა. ჩვენ კი მის საინტერესო ანალიტიკურ სტატიას ველით ქუთაისსა და „ტორპედოზე““, — წერია ქუთაისელთა გავრცელებულ განცხადებაში.

ბირმანის დაინტერესება ქუთაისის „ტორპედოთი“ განაპირობა გერმანელი სპეციალისტის — 2016 წლის საუკეთესო გერმანელ მწვრთნელად აღიარებული დირკ შუსტერის გუნდში დანიშვნამ.

საქართველოში სტუმრობისას ბირმანი ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელს პირადად შეხვდა. იგი საფეხბურთო ჟურნალ 11 Freunde-ს შეფ-რეპორტიორია, „გერმანიის საფეხბურთო კულტურის აკადემიის“ წევრი და არაერთი წიგნის ავტორი. ორჯერ დასახელდა წლის საუკეთესო სპორტულ ჟურნალისტად გერმანიაში, ხოლო მისი სამი წიგნი ქვეყნის საუკეთესო საფეხბურთო წიგნად იქნა აღიარებული.