ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია დასრულდა 
ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია დასრულდა 

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია დასრულდა.

ენმ-ს ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს შეძახილებით – „მიშას მონებო“.

თამარ მეფის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო. ამ დროისთვის კი ქუჩა გახსნილია.

„ვპირდებით „ნაციონალურ მოძრაობას“, დისკომფორტს შევუქმნით ყველგან, სადაც მათი ლიდერები გამოჩნდებიან და დავახვედრებთ იმაზე მეტ ხალხს, ვიდრე დღეს შევიკრიბეთ მათი ოფისის წინ”,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა.

ამასთან, რამდენიმე წუთში ენმ-ს პარტიის ოფისში გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგი დაიწყება.