ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს [ვიდეო]

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს შეძახილებით – „მიშას მონებო“.

ამავე სიტყვებით მიმართეს მათ პარტიის წევრ გრიგოლ ვაშაძეს და სხვა ლიდერებს, რომლებიც ქუთაისის ოფისში ბრიფინგის გასამართად ჩავიდნენ.

ამ დროისთვის თამარ მეფის ქუჩა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.