ქუთაისში, კორპუსში, რომლის სახურავიც რამდენიმე დღის წინ დაიწვა, ამჯერად წყალი ჩავიდა
ქუთაისში, კორპუსში, რომლის სახურავიც რამდენიმე დღის წინ დაიწვა, ამჯერად წყალი ჩავიდა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის #20-ში მდებარე კორპუსში, რომლის სახურავიც რამდენიმე დღის წინ დაიწვა, ამჯერად წყალი ჩავიდა.

ხუთსართულიან კორპუსს სახურავი მთლიანად აქვს დამწვარი, რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის გამო კი წყალი შენობაში მცხოვრებლების უმრავლესობას ჩაუვიდა.

„წყალში ვიხრჩობით და პატრონი არავინ გვყავს, კორპუსს სახურავი მთლიანად დამწვარი აქვს. ამ წუთშიც ძლიერი წვიმაა. ყველაფერი დალპა წყალში – ჭერი და იატაკი. განადგურდა ავეჯი და ტექნიკა. დაგვეხმაროს ვინმე, თორემ პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილზე მივიდა ქუთაისის მერის წარმომადგენელი ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში. ნანა შენგელიას თქმით, მერია ყველაფერს აკეთებს, რათა აღნიშნულ კორპუსი რაც შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაუხურონ.

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი რამდენიმე დღის წინ გაუჩნდა. ადგილზე 10-მდე სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ქარის გამო, ცეცხლი სახურავს სრულად მოედო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, კორპუსში მცხოვრებლები მხოლოდ სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა დააზარალა.