ქუთაისში კორპუსის სახურავი, 600 კვადრატული მეტრი დაიწვა

19:20, 14.06.2018

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კორპუსის სახურავზე ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

დამწვარია 600 კვადრატული მეტრი ფართობი.

ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 40 მეხანძრე-მაშველი​ მუშაობდა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მსგავსი