ქუთაისში გარემოვაჭრეებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს
ქუთაისში გარემოვაჭრეებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს

ქუთაისში გარემოვაჭრეებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს.

გარემოვაჭრეებმა, რომლებიც დილიდან ქალაქის მერიის შენობასთან არიან შეკრებილნი, გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს.

ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც პირველი მარტიდან ქალაქში გარევაჭრობა იზღუდება.

პარალელურად გარემოვაჭრეებს საკუთარ კაბინეტში ხვდება ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია.

შეგახსენებთ, რომ მერიის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეების დახლები გუშინ გვიან ღამით აიღეს.