ქუთაისში გარევაჭრობაზე სანქციები მკაცრდება

08:47, 01.03.2018

ქუთაისში ცენტრალური ბაზრისა და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია ა(ა)იპ სპეციალურმა სერვისებმა დაასუფთავა. ტერიტორიიდან აიღეს გარემოვაჭრეთა დახლები.

როგორც პირველ არხს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ჯავახიამ განუცხადა, დღეიდან ქუთაისში გარევაჭრობაზე სანქციები მკაცრდება და იმ მოქალაქეებს, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.

ქუთაისი მერია გარემოვაჭრეებს ბაზარში შესვლას სთავაზობს. სანაცვლოდ ისინი 3 თვის განმავლობაში მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.

 

მსგავსი