ქუთაისში გამოკვლეული 771 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისში გამოკვლეული 771 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 771 ტესტი ჩატარდა და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.