ქუთაისში გამოკვლეულ 295 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

09:52, 21.07.2020

​ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 295 ტესტი ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.

მსგავსი