ქუთაისში ეროვნული საფეხბურთო ლიგის სეზონის დასწრების რეკორდი დამყარდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონის დასწრების რეკორდი დამყარდა. ეს ქუთაისში მოხდა, სადაც სტადიონი ფაქტობრივად სრულად შეივსო.
„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ ქართულ „კლასიკოს“ ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის ტრიბუნებიდან დაახლოებით 8 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს.
ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს ბოლო რეკონსტრუქცია 2023 წელს ჩაუტარდა და უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. შედეგად, სტადიონის ტევადობა 10 700 გახდა.
21-ე საუკუნის რეკორდიც ამ არენაზე, ამავე გუნდების შეხვედრაში დამყარდა – 2002 წელს ბოლო ტურში „ტორპედომ“ „დინამო“ მალხაზ ასათიანის გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ამ შეხვედრას 25 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.