ეროვნული ლიგა | „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი ფრედ დასრულდა - „დილამ“ შინ ვერ მოიგო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი ფრედ დასრულდა - „დილამ“ შინ ვერ მოიგო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-6 ტური ქუთაისსა და გორში გამართული შეხვედრებით დასრულდა.

„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გორის „დილამ“ „გაგრა“ მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა. ანგარიში მე-10 წუთზე მასპინძლებმა ოთარ ფარულავას დარტყმით გახსნეს. „გაგრამ“ 22-ე წუთზე ვლადიმირ არსიჩის გოლით ანგარიში გაათანაბრა და როგორ აღმოჩნდა, საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„რამაზ შენგელია არენაზე“ კი ქართული „კლასიკოში“ „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა – საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ამის მიუხედავად, გოლის გატანა ვერ შეძლეს და საბოლოოდ ფრე – 0:0.