ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში პირველი წრის ბოლო ტური დაიწყო. პირველ შეხვედრას სამტრედიამ უმასპინძლა – ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 0:0.

სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გუნდებმა ქულების მოსაპოვებლად ენერგია არ დაიშურეს, მაგრამ საბოლოოდ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლების მატჩი უგოლოდ დაასრულა.

მეცხრე ტურის დანარჩენი მატჩები დღეს და ხვალ გაიმართება:

პარასკევი, 21 აპრილი

თელავი – კავკასიონი არენა

19:00 | თელავი – დილა

გორი – თენგიზ ბურჯანაძე

21:00 | დინამო თბ – საბურთალო

შაბათი, 22 აპრილი

თბილისი ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი

15:30 | გაგრა – შუქურა

ზესტაფონი, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი

16:30 | სამგურალი – სამტრედია