ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობას სტადიონის ტევადობის გაზრდა სურს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობის სურვილია, რომ „რამაზ შენგელია არენას“ ტევადობა მინიმუმ 5 ათასი ადგილით გაიზარდოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან გუნდის გენერალურმა დირექტორმა, დავით დოლაბერიძემ განაცხადა.
2029 წელს საქართველო, სომხეთთან ერთად, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მასპინძელ ქალაქებს შორისაა ქუთაისიც. მანამდე „რამაზ შენგელია არენა“ კიდევ ერთხელ განახლდება. არსებული ინფორმაციით, ქუთაისის სტადიონზე ტრიბუნები სრულად გადაიხურება, რაც არენას კიდევ უფრო თანამედროვესა და შთამბეჭდავს გახდის.
„ჩვენ გვინდოდა ტრიბუნების ტევადობის გაზრდა, რადგან შარშან დაფიქსირდა პრეცედენტი, როდესაც თამაშამდე 2 საათით ადრე ბილეთები სრულად გაიყიდა და ტრიბუნებზე ყველა მსურველი ვერ მოხვდა. სტადიონი 10 400 მაყურებელზეა გათვლილი და ვფიქრობ, ქუთაისში უფრო მეტი ტევადობა გვჭირდება, მინიმუმ 5 ათასი ადგილით მეტი. სწორედ ეს არის ჩვენი წინადადება სახელმწიფოსადმი. თუმცა ჯერ არ ვიცით, როდის დაიწყება განახლების სამუშაოები,“ – აცხადებს დავით დოლაბერიძე.