ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბი - ვისაც შეუძლია თემურ ქეცბაიას მოთხოვნები საქართველოში დააკმაყოფილოს, ეს ქუთაისის „ტორპედოა“ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, თემურ ქეცბაია დაინიშნოს, – ასეთ ვერსიას გუნდის ფანკლუბი ავრცელებს.
„პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაის კვლავ „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელობას სთავაზობდნენ, თუმცა მან უარი თქვა. კვიპროსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი საქართველოში ერთ-ერთი კლუბის დიდი ინტერესია და თუ მოვლენები კარგად განვითარდა, შესაძლოა, თემური ერთ-ერთ ამბიციურ ქართულ კლუბში ვიხილოთ.
ჩვენი ვარაუდით, ერთადერთი კლუბი, რომელსაც შეუძლია თემურის ფინანსური და ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ქუთაისის „ტორპედოა“.
ბოლო დროს ამ იმერულ კლუბში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ სწორედ აქ შეიძლება მოიაზრებოდეს ქეცბაია მთავარი მწვრთნელის პოსტზე. სხვა ვარიანტს ნაკლებად განვიხილავთ. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.