ქუთაისის „ტორპედოს“ ესპანელი ახალწვეული - საქართველოში ჩამოსვლა დირკ შუსტერთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ესპანელი ახალწვეული - საქართველოში ჩამოსვლა დირკ შუსტერთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე #1TVSPORT

ესპანელმა ნახევარმცველმა, კრისტიან რივერამ კომენტარი გააკეთა ქუთაისის „ტორპედოში“ ჩარიცხვის შესახებ. მისი თქმით, გუნდში გადასვლაზე გერმანელმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა დაითანხმა.

„კარიერაში ცვლილებები და სიახლეები მსურდა. ვიფიქრე, რომ „ტორპედო“ საამისოდ იდეალური გუნდი იქნებოდა. ესაა კლუბი, ტომელიც ტიტულებისთვის იბრძვის და ევროტურნირებზე წარმატების მიღწევა სურს. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ.

დირკ შუსტერთან საუბრის შემდეგ შესანიშნავი შთაბეჭდილება დამრჩა. ის თავდაჯერებულია. დამარწმუნა, რომ კლუბს მომავალი აქვს და ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა. მითხრა, რომ „ტორპედო“ დიდი ოჯახია“, – ამბობს კრისტიან რივერა.

27 წლის საყრდენ ნახევარმცველს აქამდე მხოლოდ ესპანურ გუნდებში უთამაშია – „ლას პალმასში“, „ხირონაში“, „ლეგანესში“, „უესკაში“, „ეიბარსა“ და „ბარსელონა B“-ში. ბოლო სამი სეზონი მან ხიხონის „სპორტინგში“ გაატარა.