ქუთაისის „ტორპედომ“ „პორტუ II“-დან ბრაზილიელი მცველი დაიმატა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი ფეხბურთელი 22 წლის მცველი ერიკ პიმენტელია, — ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პიმენტელი „ტორპედოს“ პორტუგალიური „პორტუ II“-დან შეუერთდა, რომელსაც 2023 წელს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრაზილიური გუნდიდან, „ვასკო და გამადან“ შეუერთდა“, — წერია კლუბის განცხადებაში.
საინტერესოა, რომ ქუთაისელთა ახალწვეულის შეძენა სულ რაღაც ორი წლის წინ ლა ლიგის „ვილიარეალს“ და სხვა ესპანურ გუნდებს სურდათ.
„მჯერა, ერთად არაერთ ტიტულს მოვიგებთ. ადაპტაციაში გუნდში მყოფი ბრაზილიელები დამეხმარებიან“, — განაცხადა ერიკ პიმენტელიმ ტრანსფერის შემდეგ.