ქუთაისის „ტორპედომ“ ხორვატი საყრდენი ნახევარმცველი, მატეო ითრაქი დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ქუთაისის „ტორპედომ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა – 24 წლის ხორვატი საყრდენი ნახევარმცველი მატეო ითრაქი ჩვენი კლუბის ფეხბურთელია.
„ტორპედომ“ ხორვატი ფეხბურთელის კონტრაქტი ბელგიური „ფრანკს ბორაინსიდან“ გამოისყიდა, რომელიც ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს“.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მატეო ბოლოს „ფრანკს ბორაინსის“ კაპიტანი გახლდათ და ბელგიური კლუბის მაისურით ორი წლის განმავლობაში ჯამში 83 მატჩი ჩაატარა.
ქუთაისელების ახალწვეულს ასევე უთამაშია „პლეტერნიცაში“, ზაგრების „ლოკომოტივის“ 19-წლამდე გუნდში, „გორიცაში“, „დრაგოვოლიაცში“, „პრიმორიესა“ და იტალიურ „კროტონეში“.