ქუთაისის „ტორპედომ“ „ინტერის“ აკადემიიდან 16 წლის მცველი დაიმატა #1TVSPORT
16 წლის მცველი გლიბ კატკოვი ქუთაისის „ტორპედოს” ფეხბურთელია. მან კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას „ტორპედოს“ ვებგვერდი ავრცელებს.
„უკრაინაში დაბადებული კატკოვი საქართველოში 2015 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს. გამორჩეული თვისესების ფონზე, კატკოვს საქართველოს მოქალაქეობა შესთავაზეს, რათა ნაკრებში თამაშის უფლება მიეღო.
2022 წლიდან ახალწვეული „ინტერის აკადემიაში” თამაშობდა. 2023 წელს პირველად მიიღო მიწვევა ასაკობრივ ნაკრებში. მონაწილეობდა ერევანში გამართულ უეფა-ს განვითარების თასზე“, – წერია კლუბის განცხადებაში.
გასულ წელს კატკოვი ხუთჯერ იყო გამოძახებული საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში, მან 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც.