ქუთაისის „ტორპედომ“ გვინეა-ბისაუს ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ გვინეა-ბისაუს ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

გვინეა-ბისაუს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი, სორი მანე ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ კლუბსა და ფეხბურთელს შორის 1.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.

მანე ქართულ კლუბს პორტუგალიური „ვიზეუდან” შეუერთდა. „ტორპედოს“ ახალწვეული სხვადასხვა დროს პორტუგალიურ კლუბებში გამოდიოდა, თამაშობდა „სამპდორიის“ 19-წლამდელთა გუნდში.

სორი მანე გვინეა-ბისაუს ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრია – ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მის აქტივში 39 მატჩია.