ქუთაისის „ტორპედომ“ ბრაზილიელი მცველი დაიმატა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ბრაზილიელი მცველი დაიმატა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი მოთამაშე, მაურო ალვარო დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ალვარო „ტორპედოს“ ფეხბურთელია. 28 წლის მოთამაშე გასულ წელს „ორდაბასთან“ ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა. ბრაზილიელ მცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

„ტორპედოს“ ახალწვეული წლების განმავლობაში ბრაზილიური „სანტოსის“ ღირსებას იცავდა. მაურო ალვარო ამპლუით მარჯვენა მცველია.