ქუთაისის „ტორპედომ“ 20 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი რაფაელ ლიმა კლუბმა ოფიციალურად წარადგინა.
„ტორპედოს“ პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიმა გუნდთან ერთად რამდენიმე კვირაა ვარჯიშობს და „ტორპედოს“ ესპანურ შეკრებაზეც ახლდა, სადაც ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა.
ახალგაზრდა ბრაზილიელი ბოლოს მშობლიური ქვეყნის, კლუბ „ვოტუპორანგუენსეს“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი კვიპროსულ კლუბში, ლიმასოლის აელ-ში თამაშობდა. რაფაელ ლიმასთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
„ტორპედოში“ ლიმას დებიუტი, შესაძლოა, პირველ მარტს შედგეს, როდესაც ეროვნული ლიგის პირველ ტურში ქუთაისელები „რამაზ შენგელია არენაზე“ „გაგრას“ უმასპინძლებენ.