ქუთაისის „ტორპედო“ სამეულმა დატოვა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ სამეულმა დატოვა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ სამ მოთამაშეს დაემშვიდობა, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„მათე ცინცაძე, დინო ჰამზიჩი და ლევან მჭედლიძე „ტორპედოს“ ღირსებას აღარ დაიცავენ. მადლობას ვუხდით მათ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და იმ ერთგულებისთვის, რითიც გუნდის გულშემატკივარს თავი დაამახსოვრეს. წარმატებებს გისურვებთ“, – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადებაში.

ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი საქართველოში 2016 წელს ჩამოვიდა და საჩხერეს „ჩიხურაში“ თამაშობდა, ქუთაისის „ტორპედოში“ 2021 წელს ჩაირიცხა, გუნდი დატოვა, მაგრამ 2022 წელს ისევ დაბრუნდა.

ლევან მჭედლიძე გუნდში 2021 წელს ჩაირიცხა და 26 მატჩში სამი გოლი გაიტანა, ხოლო მათე ცინცაძე 2018-2019 წლებში თამაშობდა, შემდეგ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, მაგრამ 2021 წელს დაბრუნდა და 42 მატჩი (სამი გოლი) ჩაატარა.