ქართული ლეგიონის სამი გოლი ყაზახეთში - ქავთარაძემ დუბლი შეასრულა #1TVSPORT
ქართული ლეგიონის სამი გოლი ყაზახეთში - ქავთარაძემ დუბლი შეასრულა #1TVSPORT

პრემიერ ლიგაში ჯაბა ჯიღაურისა და გიორგი ფანცულაიას „კასპიი“ „აკსუს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ფანცულაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს, ჯიღაური კი განაცხადში არ ყოფილა.

ლუკა იმნაძემ და თამაზ მაქაცარიამ ითამაშეს „კიზილ ჟარას“ ძირითად შემადგენლობაში, რომელმაც 1:0 დაამარცხა „ეტისუ“ – მათ მეტოქის სასტარტო თერთმეტეულიდან მათე ცინცაძე და რატი არდაზიშვილი დაუპირისპირდნენ. ასევე შეუცვლელად ითამაშა ლუკა გადრანმა „აქტობეში“, რომელიც ყაზახეთის პრემიერ ლიგის ტურში „კაირატს“ ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.

ყაზახეთის I ლიგაში კი სამი ქართული გოლი გავიდა. „თარაზი“ შინ დამარცხდა (0:4) „ჟენისთან“, რომლის წარმატებაში წვლილი თორნიკე ძებნიაურმა და შოთა შეყილაძემ შეიტანეს, პირველი გოლი კი ძებნიაურის ანგარიშზეა.

ტური განსაკუთრებით წარმატებული იყო ბექა ქავთარაძისთვის, რომლის „იელიმაიმ“ გასვლითი დაპირისპირება „აქტობე 2“-სთან 5:0 მოიგო, ქართველმა თავდამსხმელმა კი დუბლი შეასრულა. მან ბოლო ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.