ქუთაისის „ტორპედო“ განცხადებას ავრცელებს - გუნდი მოედანზე ფედერაციაში დარეგისტრირებულ და კლუბის განაცხადში მყოფ სრულუფლებიან წევრს უნდა გაეყვანა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ განცხადებას ავრცელებს - გუნდი მოედანზე ფედერაციაში დარეგისტრირებულ და კლუბის განაცხადში მყოფ სრულუფლებიან წევრს უნდა გაეყვანა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ახსნილია მიზეზი, თუ რატომ გაიყვანა „გაგრასთან“ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში გუნდი მოედანზე მწვრთნელის ნაცვლად სპორტულმა დირექტორმა.

„ტორპედო“ ეროვნული ლიგის წინა ტურის მატჩის შემდეგ კახა ჩხეტიანმა დატოვა. მისი შემცვლელი გუნდში ჯერ არ მისულა და „გაგრის“ წინააღმდეგ ქუთაისელებს ლაშა დვალიშვილმა უხელმძღვანელა (სპორტული დირექტორი).

„კლუბის ხელმძღვანელობა რამდენიმე კანდიდატთან აწარმოებს მოლაპარაკებას. გუნდში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, „გაგრასთან” გამართულ შეხვედრაში, გუნდი თამაშზე უნდა გაეყვანა ფედერაციაში დარეგისტრირებულ და კლუბის განაცხადში მყოფ სრულუფლებიან წევრს.

ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გუნდის ხელმძღვანელობა მოუწია სპორტულ დირექტორს, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გულშემატკივრებისთვის გვსურს, განვმარტოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არსებული ცაიტნოტური ვითარებიდან გამომდინარე იყო ნაკარნახები. აქვე გაცნობებთ, უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა“, – წერია განცხადებაში.