კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 982-ე გოლი გაიტანა – ისტორიულ ნიშნულამდე 18 ბურთი დარჩა [ვიდეო] #1TVSPORT

19:31, 23.10.2026

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობა 982-მდე გაზარდა.

41 წლის თავდამსხმელმა თავი საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ალ-ფაისალის“ წინააღმდეგ გამოიჩინა. რონალდომ შეხვედრის 49-ე წუთზე გაიტანა და „ალ ნასრის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

საბოლოოდ, „ალ ნასრმა“ მეტოქე 3:1 დაამარცხა, რონალდო კი ისტორიულ მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

პორტუგალიელს კარიერაში 1000 გოლის მისაღწევად მხოლოდ 18 ბურთი სჭირდება.

მსგავსი