ქუთაისის „ტორპედოს“, რომელიც ახალი სეზონის დაწყებამდე დასკვნით შეკრებაზე ესპანეთში გაემგზავრა, ორი ახალწვეული ჰყავს – ერიკ ლიმა პიმენტელი და რაფაელ რეისი. ორივე ახალწვეული უკვე გუნდთან ერთადაა და „ტორპედოს“ ამხანაგურ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.
ერიკ ლიმა პიმენტელი (დაიბადა 2003 წლის 15 იანვარს) „პორტუ B“-ში ცენტრალურ მცველად თამაშობდა. „ვასკო და გამას“ აკადემის აღზრდილმა 2015 წლის ბოლოს ესპანური გუნდების „ვილიარეალის“, „ვალიადოლიდისა“ და „გრანადას“ ყურადღება მიიპყრო, მაგრამ საბოლოოდ „პორტუში“ თამაში ამჯობინა. პიმენტელი 2021 წლის თებერვალში ბრაზილიის 18-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
რაფაელ რეისი 20 წლის შემტევი ნახევარმცველია. ბრაზილიიდან ევროპაში 2022 წელს ლიმასოლის აელ-ში მიიწვიეს, მაგრამ მალე ბრაზილიაში დაბრუნდა და ჯერ „აგუა სანტაში“ ჩაირიცხა, ბოლოს კი „ვოტუპორანგში“ გამოდიოდა.