ქუთაისის სტადიონის რეკონსტრუქციისას გულშემატკივრების აზრი გაითვალისწინეს #1TVSPORT
ქუთაისის სტადიონის რეკონსტრუქციისას გულშემატკივრების აზრი გაითვალისწინეს #1TVSPORT

ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის (U21) ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის განახლება, ფაქტობრივად, დასრულებულია. ბოლო ეტაპზე დამკვეთებმა გულშემატკივრების პრეტენზიის გამო პროექტში ცვლილება შეიტანეს.

სტადიონის ტრიბუნებზე კიბეები ლურჯად იყო შეღებილი, ეს კი „ტორპედოს“ პრინციპული მეტოქის, „დინამო თბილისის“ ფერია. ფაქტი ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ამასთან დაკავშირებით ,,ტორპედოს” ქომაგთა ჯგუფის წარმომადგენლები ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრის შემდეგ ქომაგების თხოვნა კიბეებისთვის ფერის შეცვლასთან დაკავშირებით დააკმაყოფილეს, კონსტრუქცია ნაცრისფერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ევრო 2023-ზე გერმანიის, ინგლისის, ისრაელისა და ჩეხეთის ნაკრებების ჯგუფის მატჩებს, ასევე ერთ მეოთხედფინალურ დაპირისპირებას უმასპინძლებს.