ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, „ჰაიდენჰაიმმა“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

18:34, 08.11.2026

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ მეორე ბუნდესლიგაში „ჰანოვერს“ უმასპინძლა და ქართველი თავდამსხმელის დახმარებით ქულა მოიპოვა – 2:2.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 85 წუთი ითამაშა და თავის გამოჩენა მოახერხა. 66-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო, სტანდარტის გათამაშების შემდეგ ბუდუმ მცველს დაასწრო და ზუსტი დარტყმით გუნდს ქულა მოუტანა.

ბუდუ ზივზივაძემ ამით 6-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე მე-4 გოლი ჩაიწერა.

მსგავსი