ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცხრა წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცხრა წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ცხრა წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში საზეიმო მიღება გაიმართა. სიგელებით დაჯილდოვდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც ლოკდაუნის დროს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზისთვის მუშაობდნენ. სიგელი 17 თანამშრომელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ გადასცა.

გახსნიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 3 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

მალე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეისები დაემატება: ბარსელონა – 31 ოქტომბრიდან; ვენა – 2 ნოემბრიდან; ბერლინი – 2 ნოემბრიდან; აბუ-დაბი – 16 დეკემბრიდან.