ქუთაისის N2 სამშობიაროს ექიმები კლინიკის დირექტორის დაკავებას აპროტესტებენ
ქუთაისის N2 სამშობიაროს ექიმები კლინიკის დირექტორის დაკავებას აპროტესტებენ

ქუთაისის N2 სამშობიაროს ექიმები ამავე კლინიკის დირექტორის ირაკლი მერკვილაძის დაპატიმრებას აპროტესტებენ. მათი თქმით, კლინიკის დირექტორი უკანონოდ დააკავეს.

ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი ალექსანდრე თათელიშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სათანადო მტკიცებულებები არ წარმოადგინა.

„თავად ვესწრებოდი ოპერაციას და რაიმე გართულება არ ყოფილა, პაციენტის გარდაცვალება კი თვითმკურნალობამ გამოიწვია“, – აცხადებს მეან-გინეკოლოგი ეკა ჩინჩალაძე პირველ არხთან საუბრისას.

ს​აქმე ეხება საკეისრო კვეთას, რომელიც ირაკლი მერკვილაძემ 2012 წლის 7 იანვარს 21 წლის ვიოლეტა მარტინოვას ჩაუტარა. პაციენტი რამდენიმე დღეში, კლინიკიდან გაწერის შემდეგ გარდაიცვალა.

ქუთაისის მე-2 სამშობიაროს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.