ქუთაისის მერიის მისაღებში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ
ქუთაისის მერიის მისაღებში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

ქუთაისის მერიის მისაღებში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ.

ისინი მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და საქმიანობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. გარემოვაჭრეების თქმით, მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ესაა.

“ჩვენ ვართ ოჯახებისთვის ერთადერთი მარჩენალი. ბაზრის ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში ჩვენი შემოსავალი მოიკლებს. ამიტომ ჩვენს შვილებს შიმშილი ემუქრებათ”-აცხადებს ნინო სინატაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერიის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეების დახლები წუხელ გვიან ღამით აიღეს.