ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 35 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

10:33, 22.06.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 35 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

„რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევას, ის ბათუმიდან არის გადმოყვანილი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში”-განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, რეგიონის საკარანტინო სივრცეებში მხოლოდ 12 პირი იმყოფება. მათგან ორი კარანტინს ხვალ დატოვებს.

ბოლო 24 საათში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“ დიაგნოზით ერთი პაციენტი შეიყვანეს. 41 წლის ქალი კარანტინში იყო და მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მსგავსი