ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი საკარანტინო ზონიდანაა, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს
ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი საკარანტინო ზონიდანაა, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“ დიაგნოზით ერთი პაციენტი შეიყვანეს. 41 წლის ქალი კარანტინში იყო და მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამასთან, კლინიკაში მოთავსებულ ერთ პაციენტზე ლაბორატორიიდან განმეორებით საკონტროლო ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს და პაციენტი სტაციონარს დღეს დატოვებს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.