ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენა გადაიდო

15:10, 06.01.2022

ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან საჰაერო რეისი დღეს აღარ შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრენა ხვალ 12:00 საათისთვის გადაიდო.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ატირაუში რეისი დღეს დილით 10:00 საათზე უნდა განხორციელებულიყო.

შეგახსენებთ, ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე რეისი შეფერხდა.

მსგავსი