ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

14:29, 26.07.2026

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სამგზავრო ავტობუსი სავალი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა 13 მგზავრი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

მსგავსი